ცნობილი რუსი მომღერლის, ნატაშა კარალიოვას ქმარი სერგეი გლუშკო, იგივე „ტარზანი“ უკრაინულმა საიტმა „მიროტვორეცმა“ საკუთარ ბაზაში შეიყვანა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მისი ხშირი ვიზიტები გახდა. „მიროტვორეცის“ „შავ სიაში“ ძირითადად ის პირები ხვდებიან, რომლებსაც შემდგომ უკრაინის ხელისუფლება „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს.