ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიდი ზომის ტანსაცმლის საცალო მაღაზიების ქსელმა „ტორიდი“ 2018 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენებაში 40 მოდელი მონაწილეობდა. მსუბუქი და ჰაეროვანი კოლექცია ტყავის ქურთუკებითა და აქსესუარებით იყო გამდიდრებული. „ტორიდის“ დიზაინერის თქმით, მათ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დიდი მოთხოვნილებაა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქალების 60 პროცენტი საყიდლებზე მათ მაღაზიებში სიარულს ამჯობინებს.