ფლორიდის კუნძულ ქი ლარგოს მცხოვრებლები ქარიშხალ „ირმას“ შემდეგ საკუთარ სახლებს უბრუნდებიან. მოსახლეობის უმრავლესობას სტიქიამ უძრავი ქონება გაუნადგურა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი სახლების 90 პროცენტი ძლიერ დაზიანებული ან თითქმის განადგურებულია. ჯერჯერობით არ აღდგენილა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაც. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას სავარაუდოდ თვეები დასჭირდება.