თურქეთი დღითიდღე შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტების დევნისთვისგააკრიტიკა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.
„მივმართავ თურქეთის ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ჩვენი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჩვენი. შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების შეურაცხყოფა, მათი ფაშისტებად და ნაცისტებად მოხსენიება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.