ისრაელი მხარს უჭერს ერაყელი ქურთების დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი "ქურთისტანის შრომელთა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს, თუმცა მხარს უჭერს ქურთი ხალხის ლეგიტიმურ ძალისხმევას დამოუკიდებლობის მისაღწევად. ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას 25 სექტემბერს გეგმავენ.