ფხენიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, რეზოლუციის ფროექტი შეერთებული შტატების მიერ შეთითხნილი მორიგი ფაბრიკაციაა, რომლის მისაღებადაც ვაშინგტონმა ბინძური მეთოდები გამოიყენა. პასუხად ფხენიანი ბირთვული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაეროს უშიშროების საბჭომ 11 სექტემბერს გაუმკაცრა.