ფლორიდაში კენფედერაციის გენერლის, რობერტ ლის სახელობის დაწყებითი სკოლა დაიწვა. შენობა, რომელიც 1906 წელს იყო აშენებული, შტატში ყველაზე ძველ ნაგებობად მიიჩნეოდა. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. შენობა მთლიანად განადგურდა. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი სკოლას განზრახ წაუკიდეს.