„რა მოხდა“- ამ სათაურით წიგნი ჰილარი კლინტონმა გამოუშვა. ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი წინასაარჩვნო კამპანიასა და მარცხის მიზეზებზე საუბრობს. ის მკაცრად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს. ამბობს, რომ მას თამნამდებობისთვის შეუფერებელს ჯერ კიდევ არჩევნებამდე უწოდებდა, ახლა კი თავის მოსაზრების სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. წიგნში კლინტონი ამტკიცებს, რომ არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, თავს მაინც გამარჯვებულად მიიჩნევს, რადგანაც მას ხმა სამი მილიონით მეტმა ამერიკელმა, მისცა ვიდრე დონალდ ტრამპს.