შეერთებული შტატები შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. ამის შესახებამერიკა-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.
შეერთებულმა შტატებმა აღშფოთება გამოთქვა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.