დღეს, 9 ივლისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში (რუსთაველის 14) საერთაშორისო პენკლუბის საერთაშორისო მდივანი ეუგენ შულგინი ქართველ უფლებადამცველებთან ერთად ჩაატარებს პრესკონფერენციას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
ეუგენ შულგინი, რომელიც თბილისში იმყოფება, უკვე შეხვდა ქართული არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა ექსპერტებს.