ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ჯერ არ გაუსაჩივრებია. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა. მისივე თქმით, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის განკარგულებას გაასაჩივრებს, საქმეს უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს.