ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA ვირტუალურ ტურნეში მიემგზავრება. ამის შესახებ ჯგუფის წევრმა ბენი ანდერსონმა განაცხადა. მისივე თქმით, პროექტს ABBA პროდიუსერ საიმონ ფულერთან და Universal Music Group-თან ერთად ახორციელებს. ჯგუფის ჰიტად ქცეულ კომპოზიციებს ე.წ. ავატარები ცოცხალი მუსიკის თანხლებით შეასრულებენ.