ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდება. რეზოლუციას კენჭი გაეროს უშიშროების საბჭომ უყარა. დოკუმენტს მხარი ორგანიზაციის ყველა წევრმა დაუჭირა, მათ შორის, რუსეთმა და ჩინეთმაც. შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესდება. გაეროს უშიშროების საბჭო მზადაა მხარი დაუჭიროს ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებას, ასევე, მიესალმება სახელმწიფოთა ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგის გზით კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.