ბარსელონაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რეფერენდუმი ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კატალონიაში პლებისციტის ჩატარებას არ დაუშვებს.