ეგვიპტეში უსაფრთხოების ძალების კოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტი სინას პროვინციაში ქალაქ არიშთან მოხდა. სამი დაჯავშნული მანქანა ფუგასულ ბომბზე აფეთქდა, რის შემდეგაც კოლონას ისლამისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმას 18 პოლიციელი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.