აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ის დირექტორი მეჰმან ალიევი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. ალიევი პოლიციამ აგვისტოს ბოლოს გადასახადების გადაუხდელობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს.