10 სექტემბერს, თურქეთში, ანტალიის რეგიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
თურქული მედიის ცნობით, 51 წლის ქალბატონს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ჰოსპიტალში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
თურქული მედიის ცნობით, დღეს ადგილობრივმა პოლიციამ 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი ანტალიის რეგიონში აიყვანა.