ლვოვის ოლქის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, უკრაინის პოლიციას მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტი არ ჩამოურთმევია.
მათი განცხადებით, პოლიციელების მიერ პასპორტის ჩამორთმევის შესახებ განცხადება ეწინააღმდეგება იმ გარემოებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შეგინის გამშვები პუნქტის რაიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონო გადასვლისას.
შეგახსენებთ, ლვოვში გამართულ ბრიფინგზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას მოპარეს პასპორტი, რომელიც მან ავტობუსში დატოვა.
სააკაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია გაემგზავრება თუ არა კიევში.