იტალიის ქალაქ ლივორნოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ქალაქში ორი საათის განმავლობაში 250 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რის გამოც სანიაღვრე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ქუჩები დაიტბორა.
ქალაქში არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაკეტილია ფლორენცია-პიზა-ლივორნოს ავტომაგისტრალიც. წყალდიდობა იყო რომშიც, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.