მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია ათასობით შენობა და დაზიანებულია ათობით ათასი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით ღარიბი კვარტლების მცხოვრებნი დაზარალდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ასეთ მასშტაბის მიწისძვრა ქვეყანაში 1985 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.