პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ ოპოზიცია მოქმედებების საერთო გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ტიმოშენკომ ლვოვში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დემოკრატიულმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს კონსულტაციები ერთობლივი ქმედებების გეგმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა მზად იქნება ამ გეგმის გასაჯაროებისთვის, ამას გააკეთებს“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი ვარაუდობს, რომ სამოქმედო გეგმა შესაძლოა, ხვალ, 12 სექტემბერს გამოქვეყნდეს.