"მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თავად აღნიშნა, ჯერაც არ იცის, წავა თუ არა თავის მხარდამჭერებთან ერთად კიევში და აპირებს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად მიიიღოს.
„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით, პოლონელებმა ჩაარტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში, არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საემიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე. მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.