მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის მიგრაციის სამსახურში განცხადება შეიტანა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დამატებით დაცვას საჭიროებს. ადვოკატ გალაბალას თქმით, ამის აუცილებლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
„საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოითხოვა და ვშიშობთ, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლება საქართველოში წამება გამოიყენონ ან არ დაკმაყოფილდეს მისი უფლება, ჰქონდეს სამართიანი სასამართლო. იმისათვის, რომ არ დავუშვათ საქართველოსთვის სააკაშვილის გადაცემა და უკრაინის მთავრობამ აიღოს თავის თავზე დაცვის თვალსაზრისით დამატებითი მოვალეობები, მიგრაციის სამსახურშიგანცხადება შევიტანეთ,“- აღნიშნა სააკაშვილის ადვოკატმა.