ჰილარი კლინტონს ამერიკის პრეზიდენტობა აღარ სურს. ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ის პოლიტიკური კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა 2016 წლის არჩევნებში მისი დამარცხება, კლინტონმა განაცხადა, რომ მისი მთავარი შეცდომა სამსახურეობრივი საქმიანობისთვის პირადი ფოსტის გამოყენება იყო, რამაც მისი იმიჯი საგრძნობლად დააზარალა.