უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ სააგენტო „ცენზორი“ ევროდეპუტატ იაცეკ სირიუშ-ვოლსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. პოლონელი დეპუტატის თქმით, ვარშავა სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებს და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტებებს უკრაინის ელჩისგან მოითხოვს. სარიუშ-ვოლსკი უკრაინის ხელისუფლებას ევროპული სტანდარტების დაღვევასა და არაცივილიზებულობაში ადანაშაულებს და საკითხის გატანას ევროპარლამენტის სხდომაზე გეგმავს.