Twitter-ის მომხმარებელმა @Kaydi_K-მ გაავრცელა გასაოცარი კადრები, რომელიც ბაჰამის კუნძულებზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ოკეანის ფსკერი, რომლიდანაც წყალი სრულად არის გამქრალი.
„თვალებს არ ვუჯერებ... ეს არის კუნძული ლონგ-აილენდი, ბაჰამა, და აქ ოკეანე აღარ არის“, - დაწერა პოსტის ავტორმა.
მეტეორეოლოგები განმარტავენ, რომ ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ქარიშხალი „ირმას“ გავლენაა, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შეიწოვა.