საქართველოს უხუცეს მოქალაქეს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას 2010 წლის 8 ივლისს, 130 წელი შეუსრულდა.
მხცოვან ქალბატონს ღირშესანიშნავი თარიღი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან უხუცესს ტკბილეულითა და ქართული ღვინით სავსე სასაჩუქრე კალათები გადაეცა. ანტისა ხვიჩავას 130 წლის იუბილეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ და წალენჯიხის გამგეობამ ფულადი თანხა გადასცეს, უცუხესს დღესვე წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მცხოვან ქალბატონს დაბადების დღე ჟურნალისტებმაც მიულოცეს, მედიის წარმომადგენლებმა მას დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მიართვეს.
მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებულმა ანტისა ხვიჩავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მათ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვა. უხუცესი წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.