საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში მდებარე მიხაილოვსკის თეატრის საოპერო ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.
"ნამდვილად მინდა, რომ თეატრის დონე მაღალი იყოს. ის ამას იმსახურებს. უკვე გავეცანი თეატრში არსებულ რეპერტუარებს და განსაკუთრებული ინტერესი მომღერლებმა გამოიწვიოს. ვფიქრობ, რომ მათთან მუშაობა საინტერესო იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მიხაილოვსკის თეატრთან ჯერჯერობით სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.