დღეს, 85 წლის ასაკში ქართველი პოეტი ფრიდონ ხალვაში გარდაიცვალა. ფრიდონ ხალვაში 1925 წლის 17 მაისს დაიბადა. 1957 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები დაამთავრა, ხოლო 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1957 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი.
ხალვაშის პირველი ლექსი 1949 წ გამოაქვეყნა, პირველი კრებული "მზის ქვეყანაში" - 1948 წელს. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "მუხა და ქარი" - 1958 წელი, "გენაცვალე" - 1972 წელი, ლტოლვა - 1974 წელი, ერთტომეული - 1976 წელი, "ეს დღე" - 1982 წელი, "დაუვიწყარი" - 1984 წელი, "ბიძაშვილი" - 1973 წელი, რომანი - "საყვედური" - 1964 წ, ასევე პიესები: "ხიხანის ძახილი" - 1959 წელი, "ვაზის ტირილი" - 1963 წელი, "გადარჩენილი უკვდავება" - 1966წელი და სხვა.
ფრიდონ ხალვაში რუსთაველის პრემიის ლაურეატი 1975 წელს გახდა, ხოლო 1999 წელს მიანიჭეს საპატიო თბილისელის წოდება.