დღეს 8 ივლისს, 82 წლის ასაკში ქართველ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. 82 წლის დიდ ქართველ კომპოზიტორს 29 ივლის შეუსრულდებოდა. როდის და სად დაკრძალავენ დიდ ქართველ კომპოზიტორს ჯერჯერობით უცნობია.
დაიბადა 1928 წელს 29 ივლისს ქ. სიღნაღში. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1981 წელს ზაქარია ფალიაშვილის, ხოლო 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გახდა. 1996 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქე. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2003 წელს, თბილისში ფილარმონიის წინ, ბიძინა კვერნაძის სახ. ვარსკვლავი გაიხსნა.
პირველი აღიარება მას 1959 წელს „ამიერკავკასიის მუსიკალურ გაზაფხულზე" შესრულებულმა სავიოლინო კონცერტმა მოუტანა. ეს ნაწარმოები, შემდეგში, „ცეკვა-ფანტაზიასთან" ერთად, არაერთხელ აჟღერდა უცხოეთის საკონცერტო დარბაზებში:
ქართული კინომუსიკის შედევრადაა მიჩნეული მუსიკა მრავალსერიანი ქართული ფილმისა „დათა თუთაშხია".
ბიძინა კვერნაძე თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. დაწერილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და დრამატული სპექტაკლებისათვის.
„მდიდარი მელოდიზმი, გულში ჩამწვდომი ლირიკა, ნატიფი მხატვრული გემოვნება, იუმორის განსაკუთრებული გრძნობა, შემოქმედებითი აზროვნების მრავალფეროვნება - ეს ინდივიდუალური მნიშან-თვისებები ბიძინა კვერნაძის მთელ შემოქმედებას თან სდევს.
ის ღრმად ეროვნული ხელოვანია, მისი მუსიკა ორგანულ კავშირშია მდიდარ ქართულ ფოლკლორთან", - ასე აფასებენ ბიძინა კვერნაძის შემოქედებას სპეციალისტები და კრიტიკოსები.