მარია პილარ აბელ მარტინესი სალვადორ დალის შვილი არ აღმოჩნდა. დნმ-ის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
62 წლის ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ მხატვარს მის დედასთან რომანი ჰქონდა და მათი სიყვარულის ნაყოფი იყო.
მარია პილარ აბელ მარტინესმა 2007 წელს სასამართლოს მიმართა. მადრიდელმა მოსამართლემ კატალონიელი ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადგილობრივი მთავრობისა და დალის სახელობის ფონდის წარმომადგენლები დალის ნეშტის ექსჰუმაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან მიიჩნევენ რომ კატალონიელი ქალის მხატვართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, 20 ივლისს ექსპერტებმა მაინც აიღეს დე-ენ-ემის ნიმუში.
როგორც მარია მარტინესი ამბობს, დედამისს და სალვადორ დალის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ და ამის შესახებ მას ბებიამ უამბო. მარტინესის დედა, ანტონია, იმ ოჯახში მუშაობდა, რომლის წევრებიც დალის სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ.