თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2017“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.
გამონაკლისს ნომინაციას- წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საკრებულოს ვებგვერდზე: http://tbsakrebulo.gov.ge/ შეუძლიათ.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".