5 დღის მირზა კალაძის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იაშვილის სახელობის კლინიკის პრეს-სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქაპარატზეა შეერთებული. 
მისვე ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელების მდგომარეობის გაუმჯობესება ამ დრომდე არ შეინიშნება. 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისიდან იაშვილის კლინიკაში 5 დღის მირზა კალაძე გუშინ 00:00 საათზე გადაიყვანეს. ჩვილი სამშობიაროდან გამოჰყავდათ, როდესაც მშობლებთან ერთად ქუთაისში ავარიაში მოყვა. ოპელის მარკის ავტომონქანას გაზ-24 დაეჯახა. ავარიის შედეგად ჩვილმა თავის ტრამვა მიიღო, რის გამოც ჰემატომა ჩამოუყალიბდა.