ლეგენდარული როკ-ჯგუფ Queen-ის წევრს, ფრედი მერკურს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.
ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი და გიტარისტი 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა და 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.
როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don't Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love.
მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
მერკური დაიბადა ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც მისდევდნენ ზოროასტრიზმს. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზაბარში, იმისთვის რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა.
1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი კრივით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზაბარში დაბრუნდა.
1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური და მისი ოჯახი ზანზაბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც იგი ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage-დ. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.
ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.
აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. იგი თავისი ხმით წვდებოდა სამ ოქტავას სრული, ძლიერი ხმით. ის წვდებოდა ძალიან მაღალ ბგერებს, არ უჭირდა დაბლების აღებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აბმობდა, რომ მას არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე.
მერკურიმ დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან „Greatest Hits : Bohemian Rhapsody, Seven Seas of Rhye, Killer Queen, Somebody to Love, Good Old-Fashioned Lover Boy, We Are the Champions, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Crazy Little Thing Called Love და Play the Game, ამ ალბომში შეტანილი იყო Queen-ის საუკეთესო ჰიტები.
ხალხის აზრით მისი წარმატებული კომპოზიტორობა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით(მაგ. მხოლოდ როკით, დისკოთი და სხვ.) იგი ამბობდა რომ მას არ შეეძლო და არ უყვარდა ერთიდაიგივის კეთება მრავალჯერ, რაც აისახება მის სიმღერებზეც. სიმღერებს იგი ძირითადად წერდა პიანინოზე და დაწერისას იყენებდა უამრავ აღნიშვნას.
1970-იან წლებში მერკურის გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდა მის გერფლენდ მერი აუსტინთან (რომელიც ბრაიან მეიმ გააცნო). იგი მასთან ერთად დიდ ხანს ცხოვრობდა. 1970-იანი წლების შუაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მერკური მას იხსენიებდა მის ერთადერთ ნამდვილ მეგობრად. ისინი ერთმანეთს ენდობოდნენ. ფრედი მერის შვილის - რიჩარდის მამინაცვალიც იყო.
1980 წლიდან გამოიკვეთა მისი არეული ორიენტაცია - იგი გატაცებული იყო მამაკაცებით. იგი სიკვდილამდე ექვსი წლის განმავლობაში ჯიმ ჰიუტონთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დალაქი იყო და მზრუნველობით უვლიდა ფრედის ავადმყოფობისას.
მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და Queen-იც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა.
მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან. და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.