ჩინური პორტალი Shanghaiist შოკისმომგვრელ კადრებს ავრცელებს. ვიდეო ქუჩაშია გადაღებული, სადაც ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაეწყო. მას დახმარება გამვლელებმა გაუწიეს. შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქალს ჩვილის შეხვევაში დაეხმარა. ამის შემდეგ ახალნამშობიარებმა ქალმა გზა ბავშვთან ერთად გააგრძელა. ერთ ხელში მას ბავშვი უჭირავს, მეორეში კი მარკეტში ნაყიდი პროდუქტები.