თბილისის მოდის კვირეულის შემდეგი სეზონი 27-30 ოქტომბერს გაიმართება და მასზე კიდევ უფრო მეტი ახალი და საინტერესო ხელოვანი წარდგება მაყურებლის წინაშე!
"თბილისის მოდის კვირეული ეძებს ახალ ტალანტებს" პირველი პროექტის შედეგად კვირეულის წინა სეზონზე თავი წარმოაჩინეს ბრენდებმა MIA, Elénny, Tsite by Tamara Tsiteladze / Laboratory The Window, Atelier Martha ოთხივე ბრენდი წარმოდგენილი იქნება თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ სეზონზეც, 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებით.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნიჭიერ ხელოვანს, ეძლევა უნიკალური შანსი წარდგეს მაყურებლის, პრესის და სფეროს პროფესიონალების წინაშე, თბილისის მოდის კვირეული აცხადებს განაცხადების ღია მიღებას!
კვირეულში მონაწილეობის სურვილის მქონე დიზაინერი / ხელოვანი / არტისტი ვალდებულია დაიცვას სეზონური ჩარჩოები გაზაფხული/ზაფხული 2018) და წარადგინოს კვირეულის მიერ მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია:
1. CV პირადი ინფორმაცია და პროფესიონალური გამოცდილება
2. კოლექციის კონცეფცია
3. კოლექციის ესკიზები
4. ფოტო / ვიდეო / Look book (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
თბილისის მოდის კვირეული შანსს მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ დიზაინერს, რომელიც გაივლის კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპს და მზად იქნება სრული კოლექციის შესაქმნელად / წარმოასაჩენად 1 თვის ვადაში - მინიმუმ 25 კოსტიუმი, სეზონი გაზაფხული/ზაფხული 2018.
განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 15 სექტემბრამდე!
მსურველებმა გამოგზავნეთ მოთხოვნილი ინფორმაცია პროექტის ელექტრონულ მისამართზე: newtalents@tfw.ge