ჰონგ-კონგში ოდრი ჰეპბერნის პირადი ნივთების გამოფენა მოეწყო. ამის შემდეგ მსახიობის კოსტიუმები, სამკაულები, ჩანთები, პირადი წერილები და ფოტოები ლონდონში „კრისტის“ აუქციონზე გამოიფინება. საგამოფენო ნივთებს შორისაა პოპულარული ფილმის, “საუზმე ტიფანისთან“ კინოსცენარიც. ოდრი ჰეპბერნის პირადი ნივთების გამოფენისა და შემდეგ მათი გაყიდვის გადაწყვეტილება მსახიობის შვილებმა, ლუკა დოტიმ და შონ ფერერმა მიიღეს. აუქციონიდან შესული თანხა საქველმოქმედო ფონდს მოხმარდება.