დღეს, 8 ივლისს, საქართველოს უხუცეს მოქალაქეს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას 130 წელი უსრულდება. 
მხცოვან ქალს ამ თარიღს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ულოცავს. 
 
მე-19 საუკუნეში, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებული ანტისა ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.