დღეს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ”ღამის სერენადები”, ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლებს. 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, საღამოზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი ელოდებათ.
კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის აჟღერდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ღამის პატარა სერენადა KV 525, ოტორინო რესპიგის უძველესი ცეკვები და ედვარდ გრიგის ორი ელეგიური პიესა.
ორკესტრს ”მსიოფლიო ვირტუოზები” გერმანელი დირიჟორი, იუსტუს ფრანცი უდირიჟორებს.
საღამოზე შესაძლოა, ლიანა ისაკაძემაც დაუკრას. ფესტივალი ”ღამის სერენადები” სწორედ მისი დაარსებულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, ფესტივალის მსვლელობისას, ისაკაძის მეუღლე, მუსიკოსი თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.