მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.ავარია, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია, რომლის დროსას 5 ავტომობილი - მერსედერსის, ფოლკსვაგენის ჯიპი, ჰიუნდაის ჯიპი და ორი ოპელის მარკის ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებს, ავარიის შედეგად 4 დაშავებულს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ორ დაშავებულსი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, წმინდა მიხეილის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ.
ექიმების განცხადებით, ერთ დაშავებულს ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ხოლო მეორეს წინამხრის მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცვები არიან მობილიზებული.