ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, ბენ აფლეკს ავღანეთის ომზე ფილმის გადაღებას სთავაზობენ. მოლაპარაკებას მასთან კომპანია Sony Pictures აწარმოებს. ფილმი სერჟანტ კლინტონ რომეშის მემუარებზე იქნება დაფუძნებული, რომელიც ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. აფლეკი მთავარი როლის შესრულებას უმცროს ძმას, კეისის სთავაზობს.