აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი,"საშიში დედა" გაიგზავნება.
"საშიში დედა", რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.
ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
ცნობისთვის, 2018 წელს "ოსკარი" 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდება.