თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2017“ მონაწილეობისმსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერდაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.
გამონაკლისს ნომინაცია- წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდსასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნებისსფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა დაჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალისგამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა დასაზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".