BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.
„ალტერნატიულ ტალღა 2017“-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:
- მკვლელობები - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები
- ნინა - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი
- ოთარის სიკვდილი - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ “სოსო” ბლიაძე
- პანთეონი - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე
- სამგლე - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი
- უხერხემლო - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე
- ქორწილი ჩემს ქუჩაზე - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია
- წყნარი მთა - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე
სკრიპტ დოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.
კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.
ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.
შეხვედრები გაიმართება სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე - awbiaff@gmail.com
ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო