„სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ბოლო ეპიზოდი რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა. სერიალის ფინალურ სერიას ტელევიზიით 12,1 მილიონმა მაყურებელმა უყურა, 4 მილიონმა ადამიანმა კი ის ინტერნეტში ნახა.
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია ტელეარხმა HBO-მ კვირას აჩვენა. სერიალი ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და გრძელვადიანი პროექტია.