დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 8 ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ.
ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ იმ კატეგორიის საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რაც სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს.
ყველაზე საზიანო საკვები პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. ტკბილი გაზიანი სასმელი: გაზიანი სასმელის დალევა იგივეა, რაც თხევადი ტკბილეულის მიღება. გაზიანი სასმელი სისმსუქნის ერთ-ერთი მოწინავე გამომწვევი ფაქტორია. რომელიც ასევე ზრდის სიმსივნეების, ჰორმონების დისბალანსის და ნაადრევი დაბერების რისკს. გაზიანი სასმელი არამარტო წონის მატებას უწყობს ხელს, არამედ კარიესსა და კბილების პრობლემასაც იწვევს.
ალტერნატივა: მიირთვით ბლომად წყალი, ჩვეულებრივი უშაქრო გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა. შეგიძლიათ წყალს ლიმონის ნაჭერიც დაუმატოთ.
2. შაქარი და შაქრის შემცვლელი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც შაქრის მაგივრად მის შემცვლელს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ შაქრის შემცვლელებს ნული ან დაბალი კალორია აქვს, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად კარგია ის ჩვენი ორგანიზმისთვის. ბოლო წლების გამავლობაში მკვლევრები საკმაოდ ბევრს კამათობენ ამ საკითზე.
ალტერნატივა: დღიურად შეამცირეთ შაქრის მოხმარება. საბოლოო ჯამში, თქვენი ორგანიზმი ამას შეეჩვევა და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
3. “თარო-გამძლე” სუნელებ-სანელებლები: ადამიანები ხშირად იყენებენ პაკეტებში მოთავსებულ კეტჩუპს, მაიონეზს, მდოგვს და სხვა მსგავს პროდუქტებს. ამ პროდუქტების მაცივრის გარეშე გამძლეობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ დამატებული აქვთ საკვების საღებავი, ხელოვნური დამატკბობლები, მარილი, მავნე ცხიმები და ქიმიური საშუალებები.
4. გადამუშავებული ხორცი: სოსისი, ბეკონი, ლორი - მკვეთრად ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტისა და სიმსივნეების რისკს.
5. ცომეული: ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება თქვენს ორგანიზმს შეემთხვეს. ნებისმიერი სახის ცომეული მაღალკალორიულობის გამო მნიშვნელოვნად ვნებს ჯანმრთელობას.
6. მარგარინი: ნაჯერი ცხიმები, (გვხვდება ცხიმში შემწვარ პროდუქტებში) - ორგანიზამში ზრდის “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, რაც მომავალში მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.
ალტერნატივა: გამოიყენეთ ჯანსაღი კარაქი.
7. ყველაფერი რაც ზედმეტად შემწვარია: მაგალითად ე.წ. კარტოფილი ფრი. ეს პროდუქტი არამარტო აქსუქებს, არამედ მაღალ ტემპერატურაზე შეწვის გამო ის შეიძლება ტოქსიკურ-ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდეს.
8. პიცა და სწრაფი კვების პროდუქტები: ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტია. ის მაღალკალორიულ საკვებთა ჩამონათვალს მიეკუთვნება, ვინაიდან გადამუშავებული ხორცით მზადდება. ცომი კი რაფინირებული თეთრი ფქვილით მზადდება.
ალტერნატივა: მოამზადეთ პიცა სახლში, ჯანსაღი პროდუქტებით თუ მეტად არა, არანაკლებ გემრიელი იქნება.