ტეილორ სვიფტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ამერიკელი მომღერლის ახალი კლიპი Look What You Made Me Do ვიდეორესურს „იუთუბზე“ პირველ 24 საათში 28 მილიონმა ადამიანმა ნახა. წინა რეკორდი ბრიტანელ მომღერალ ადელს ეკუთვნის. 2015 წელს მის კლიპს, „ჰელოუ“ დღე-ღამეში 27,7 მილიონი ნახვა ჰქონდა.