8 ივლისს საქართველოს უხუცეს მოქალაქეს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას 130 წელი უსრულდება. 
მხცოვან ქალბატონს ღირშესანიშნავ თარიღს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ულოცავს. 
 
მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებული ანტისა ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.