ლოს ანჯელესში დიდების ხეივანში შარლ აზნავურს ვარსკვლავი გაუხსნეს. ლეგენდარულ მომღერალს საფრანგეთის ფრენკ სინატრასაც უწოდებენ. 93 წლის მომღერალმა იდეის ავტორებს მადლობა გადაუხადა. შანურ ვაღინაგ აზნავურიანი პარიზში ემიგრირებულ სომხურ ოჯახში დაიბადა. პოპულარობა მან გასული საუკუნის 40-50 წლებში მოიპოვა და სამუსიკო სამყაროში თავი ნომერ პირველ შანსონიედ დაიმკვიდრა. შარლ აზნავურს 80 ქვეყანაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.