იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 5 დღის მირზა კალაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იაშვილის სახლების კლინიკის პრეს-სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, 5 დღის მირზა კალაძე ქუთაისიდან რეანომობილით თბილისში წუხელ გადმოიყვანეს, რომელიც ამჟამად იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, მირზა კალაძე სამშობიაროდან გამოჰყავდათ, როდესაც მშობლებთან ერთად ქუთაისში ავარიაში მოყვა.
ოპელის მარკის ავტომონქანას გაზ-24 დაეჯახა. ავარიის შედეგად ჩვილმა თავის ტრამვა მიიღო.